საიათნოვას N13-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს რეაბილიტაცია უტარდება

67

კრწანისის რაიონში, საიათნოვას N13-ში, მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე დასრულდა,

“სამუშაოების I ეტაოის ფარგლებში, გამაგრდა ფუძე-საძირკვლი, მოეწყო სეისმური სარტყელი, მოჩარჩოვდა ფანჯრის სარკმლები და საყრდენი კედლები. ახლა კი მიმდინარეობს გამაგრების მეორე ეტაპი, რაც ფასადის, აივნების დაშლა-აღდგენასა და ეზოს ინფრასტრუქტურის სრულ მოწესრიგებას ითვალისიწნებს.

მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ სახლის დაზიანებული დეტალების დაშლა და აღდგენა-რესტავრირება დაიწყება”, – განმარტავენ გამგეობაში.

მათივე ცნობით, სახლი პირველადი იერსახით აღდგება და გამაგრების შემდეგ შენობის ავთენტურობა სრულად შენარჩუნდება. სამუშაოებს შპს “გრანიტი“ მიმდინარე წელს დაასრულებს.

აღნიშნული სამუშაოებისთვის კრწანისის გამგეობის ბიუჯეტიდან 328 934 ლარია გამოყოფილი.