გურჯაანის მერიის დელეგაცია ესტონეთში მუსიკალურ ფესტივალზე გაემგაზვრება

139

გურჯაანის მერიის დელეგაცია 7-10 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის ქალაქ კუუსალუში მუსიკალურ ფესტივალზე გაემგზავრება. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში, მერიის დელეგაცია შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გამართავენ.

მერიის საგარეო ურთიერთობების საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის განყოფილების უფროსის ნინი ნინოშვილის განმარტებით, დელეგაციის წევრები გაეცნობიან სამთავრობო სტრუქტურას, ღვინის ინდუსტრიას და სხვადასხვა ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.

“მათთან ერთი წლის წინ მოვაწერეთ ხელი მეგობრობის მემორანდუმს. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ კულტურული კუთხით. ერთი წლის წინ მათი წარმომადგენლები გურჯაანში მუსიკალურ ფესტივალზე იღებდნენ მონაწილეობას. მემორანდუმის ფარგლებში წელს ჩვენ ვართ მიწვეულები. შევხვდებით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, გავეცნობით მათ სამთავრობო სტრუქტურას. იქნება სხვადასხვა სახის ღონისძიებები. ოქტომბერში ღვინის ფესტივალზე მათი დელეგაცია ჩვენთან ჩამოვა”, – განმარტავს ნინი ნინოშვილი.

დელეგაციის წევრები მერის მოადგილე ლელა თევდორაშვილი, მერიის საგარეო ურთიერთობების საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის განყოფილების უფროსი ნინი ნინოშვილი, კულტურის ცენტრის დირექტორი ვალერი შოშიაშვილი და სახელოვნებო სკოლების გაერთიანების დირექტორი ნინო ჯოხაძე არიან.