გორის მერი: 1 მილიონი მანეთი გამოვყავი საჭირო ტექნიკის შესაძენად

767

“1 მილიონი მანეთი, უკაცრავად, ლარი გამოვყავი თვითმცლელი ნაგვის მანქანების და ქუჩის მოსარეცხი მანქანის შესაძენად“, – ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ფეისბუქის პირდაპირი ეთერის საშუალებით განაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“სოფლებში იყო ნაგავსაყრელების პრობლემა. დიდი მანქანები, რომლებიც დღესდღეობით, ემსახურება გორის მუნიციპალიტეტს, ყველა უბანში ვერ შედიოდა. ამიტომ აქცენტი გაკეთდა მსუბუქი ტიპის თვითმცლელებზე – ნაგვის მანქანებზე. მე ამისთვის გამოვყავი 1 მილიონი მანეთი, უკაცრავად, 1 მილიონი ლარი“, – განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

როგორც ცნობილია, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 3 თვითმცლელი ნაგვის მანქანა და 2 ქუჩის მოსარეცხი მანქანა შეისყიდა, რომელიც ზამთარში თოვლის მოსახვეტი და მარილის დამყრელი მანქანის ფუნქციასაც შეითავსებს.