გორში ბიოდეგრადირებადი პარკების საწარმო აშენდება

750

გორში, სუხიშვილის N2-ში, სამრეწველო ზონაში, ბიოდეგრადირებადი პარკების მწარმოებელი საწარმო აშენდება, რისთვისაც 1 000 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 50-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

პროექტი სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ქონების ერთ ლარად გადაცემის კომპონენტის ფარგლებში განხორციელდება. ბიზნესის მხარდასაჭერად შპს „ეკო ჯორჯიას“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 5550 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა გადაეცა.

ბიოდეგრადირებადი პარკები მზადდება ბუნებრივი პროდუქტისგან და ადვილად იხრწნება მიწასთან შეხებისას, შედეგად არ გააჩნია უარყოფითი ეფექტი გარემოზე.

საწარმოს გახსნის შემდგომ, კომპანია თვეში 2-3 მილიონი სხვადასხვა სახის ბიოდეგრადირებადი პარკის წარმოებას და ადგილობრივი ბაზრისთვის მიწოდებას გეგმავს.