დუშეთის ისტორიული უბნების რეაბილიტაცია იწყება

1482

წინა სტატია

დუშეთის ისტორიული უბნების რეაბილიტაცია იწყება. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აშენებულ 40 სახლს, რომელთაგან 24-ს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს და მისი ღირებულება 5 მილიონ ლარს აღემატება. ამასთან, მიმდინარეობს დუშეთის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია

პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის შეფასებით, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები დუშეთს ადგილობრივი მოსახლეობისთვის კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველ ქალაქად აქცევს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ტურისტულ ფუნქციას შესძენს.

“დღეს დავათვალიერეთ ცენტრი, სადაც მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2020 წლის ივნისს დავასრულებთ სამუშაოებს და მოსახლეობას ვპირდებით, რომ ეს ადგილი იქნება ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი საქართველოში.

ამ რეგიონს აქვს ძალიან უნიკალური ტურისტული პოტენციალი, შესაბამისად, აღნიშნული პროექტების განხორციელება ძალიან მნიშნველოვანია, რაც შეიძლება მოკლე ვადებში, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ მეტი ეკონომიკური სარგებელი მიიღოს. ჩვენ ამ პროექტების რეალიზაციაში მსოფლიო ბანკი გვეხმარება”, – განაცხადა პრემიერმა.