ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩაზე სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობას 3.6 მილიონი ევრო მოხმარდება

638

ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩაზე სანიაღვრე კოლექტორს აშენებენ. სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება. პროექტის ღირებულება 3 600 000 ევროს შეადგენს.

როგორვ მერიაში განმარტავენ, ახალი კოლექტორის გავლით სანიაღვრე წყლები არდაგანის ტბის მიმდებარედ მშენებარე სატუმბ სადგურს დაუკავშირდება.

“სატუმბი სადგური უხვი ნალექის დროს ქალაქის ცენტრალური კოლექტორებიდან მიღებული სანიაღვრე წყლების გადატუმბვას უზრუნველყოფს, რაც ქალაქის დატბორვის საშიშროებას მნიშვნელოვნად შეამცირებს”, – ამბობენ მერიაში.

მათივე ცნობით, პარალელურად A და B ცენტრალური წყალარინების კოლექტორების რეაბილიტაციაც მიმდინარეობს, რომელიც გრიბოედოვის ქუჩიდან ტბელ აბუსერიძის ქუჩის გავლით წყალარინების A სატუმბ სადგურამდე მონაკვეთს მოიცავს. სამუშაოების ღირებულება 2 791 000 ევროა.