თეთრიწყაროში სასწრაფოს შენობების ასაშენებლად ნახევარმილიონიანი 2 ტენდერი გამოცხადდა

175

თეთრიწყაროსა და დაბა მანგლისში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ახალი შენობების მშენებლობის შესყიდვის მიზნით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერები გამოაცხადა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების შენობების მშენებლობისათვის, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ნახევარ მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, მათ შორის: დაბა მანგლისში სასწრაფო – სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობისათვის 270 000 ლარი, ხოლო თეთრიწყაროს სასწრაფო დახმარების შენობისთვის – 260 000 ლარი (საქართველოს მთავრობის 2019 წლის 17 ივნისის N1371 განკარგულება).