ქრთამის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური სამმართველოს უფროსი დააკავეს

211

ქრთამის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ილია ს. დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ილია ს-მ საქართველოს ფარგლებს გარეთ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გასაყვანად საჭირო ვეტერინარული სერთიფიკატის გაცემისთვის ბიზნესმენს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 3 300 ლარი.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ქრთამის აღების ფაქტზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ აჭარის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ილია ს. დააკავეს.გამოძიებამ დაადგინა, რომ ილია ს-მ საქართველოს ფარგლებს გარეთ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გასაყვანად საჭირო ვეტერინარული სერთიფიკატის გაცემისთვის ბიზნესმენს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 3300 ლარი.გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.Anti-corruption Agency under the State Security Service of Georgia Detained an Individual on the Fact of BriberyThe officers of Anti-Corruption Agency under the State Security Service of Georgia as a result of operative-searching and investigative activities, in cooperation with the Ministry of Environment Protection and Agriculture of Georgia detained Ilia S., the head of Adjara Regional division of LEPL National Food Agency under the Ministry of Environment Protection and Agriculture of Georgia on the fact of bribery. Investigation established, that Ilia S. demanded and recived GEL 3300 as a bribe from the businessman and in return promised to issue veterinary certificate, necessary for taking cattle outside of Georgia. Investigation is in progress on the fact of bribery (Article 338, Part I of the Criminal Code of Georgia, which envisages from 6 to 9 years of imprisonment).Investigation is carried out by Anti-corruption Agency under the State Security Service of Georgia.

Posted by სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia on პარასკევი, 05 ივლისი, 2019