რიჟვაძე: ვმუშაობთ, რომ დაჩქარდეს ადიგენი-ხულო-გოდერძის გზის რეაბილიტაცია

719

ვმუშაობთ, რომ დაჩქარდეს ადიგენი-ხულო-გოდერძის გზის რეაბილიტაცია, – განაცხადა აჭარის აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

რიჟვაძის თქმით, არსებობს გარკვეული შენიშვნები, ამიტომაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩართულობით, საკითხზე აქტიურად მსჯელობენ.

შეგახსენებთ რომ აღნიშნული გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით ხოლოში რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადრებობაში ადანაშაულებენ.