გორის მერია სკვერებისთვის დეკორატიულ ნაგვის ურნებს შეიძენს

192

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სკვერებისთვის და დასასვენებელი ადგლებისთვის ურნების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. დეკორატიული ურნებისთვის 50 000 ლარია გათვალისწინებული. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ურნების მიწოდება 90 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს.

წინადადებების მიღება 1 ივლისს დამთავრდება.