გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუ ბუნებრივ გარემოში დააბრუნეს

1054

წინა სტატია

სპეციალისტების რეკომენდაციის გათვალისწინებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა გიგანტური კუ შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზოლში, ბუნებრივ გარემოში გაუშვეს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტში, ხმელთაშუა ზღვიდან ფოთის სანაპირო ზოლში გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუ (კარეტაკარეტა) შემოვიდა. ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კუ გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურის და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტების ჩართულობით, შესაბამისი რეაბილიტაციის კურსი კუს სასტუმრო “პარაგრაფის” ოკეანარიუმის საკარანტინო აუზში ჩაუტარდა.

სპეციალისტების განმარტებით, შავი ზღვის ივნისის თვის წყლის ტემპერატურა, დაახლოებით, 20-22 გრადუსია, რაც სრულიად შესაბამისია კუს საბინადრო გარემოში დასაბრუნებლად. სპეციალისტების რეკომენდაციის გათვალისწინებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა კუ შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზოლში ბუნებრივ გარემოში გაუშვეს.