“ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გუნდის განახლებას გეგმავს

932

წინა სტატია

როგორც “ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, შეხვედრაზე შუალედური არჩევნების მეორე ტური შეაჯამეს.

მისივე თქმით, სამომავლო მიზანია, რომ პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოეზადოს. თალაკვაძე გუნდის განახლებასაც აანონსებს. უმრავლესობის ლიდერის თქმით, პარტიის კარი ღია იქნება მომავლის ხედვის მქონე პერსპექტიული ახალგაზრდებისთვის.

თალაკვაძის განცხადებით, პარტია აპირებს, რეგიონებში მოსახლეობასთან ურთიერთობის აქტიური ტემპი შეინარჩუნოს, რათა ის პრობლემები გადაჭრან, რომლებიც მოქალაქეებს აწუხებთ.