სოფელ ნიკორწმინდის ცენტრი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა

952

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საკრებულოს წევრებმა ერთობლივად განიხილეს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სოფელ ნიკორწმინდის ცენტრის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობას. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 2 200 000 ლარს შეადგენს.
პროექტის განხორციელება  2017 წლის ივლისში დაიწყება.