ინფექციური საავადმყოფოს პროექტი 6 თვის ვადაში მომზადდება

208

წინა სტატია

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის პროექტირებაზე გამარჯვებული კომპანია გამოავლინა.

ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია შპს “აპექს სტუდიო 1-ია”. კომპანია ვალდებულია 6 თვეში ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის პროექტი წარადგინოს.

ცენტრი თბილისში ლუბლიანას ქუჩაზე აშენდება.

“მას შემდეგ რაც, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, შემუშავდება და მიღებული იქნება საავადმყოფოს სრულფასოვანი საპროექტო დოკუმენტაცია, მუნიციპალური განვითარების ფონდი, ამ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, გამოაცხადებს მშენებლობის ტენდერს.

პროექტი ითვალისწინებს 100 საწოლზე გათვლილი საერთაშორისო სტანდარტების ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მშენებლობას.

ცენტრი აშენდება თბილისში, ლუბლიანას ქუჩა N21-ში. მისი სამუშაო ფართი, დაახლოებით, 10 000 კვადრატული მეტრი იქნება, ხოლო საერთო სამშენებლო ფართი 15 000 კვადრატულ მეტრზე მეტი”, – განმარტავენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

მათივე ცნობით, პროექტისთვის ტექნიკური დავალების შემუშავებაში ჩართული იყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი.