გაბუნიას მიერ კანონპროექტის წარდგენისას სხდომათა დარბაზში მხოლოდ ორი დეპუტატი იჯდა (ვიდეო)

1601

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ პარლამენტში კანონპროექტი ცარიელ დარბაზს წარუდგინა. ამის ამსახველ ვიდეოს “პალიტრა ნიუსი” ავრცელებს.

დეპუტატმა განსახილველად კანონპროექტი “საქართველოს სივრცის დაგეგმვის არქიტექტურულ და სამშენებლო კოდექსში” საქმიანობის ცვლილების შეტანის შესახებ წარადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ სხდომას მხოლოდ 2 დეპუტატი – სხდომის წამყვანი ზვიად ძიძიგური და დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ესწრებოდნენ, გაბუნიამ კოლეგების არყოფნა არ შეიმჩნია და კანონპროექტი მაინც წარადგინა. ძიძიგურმა, პროცედურის თანახმად, შეკითხვებისთვის დრო გამოყო, ბექა ნაცვლიშვილმა კი მომხსენებელს კითხვები დაუსვა.