თბილისის საკრებულოს ოპოზიცია მერიას სესხის აღების გამო აკრიტიკებს

687

თბილისის მერია კომერციული ბანკებიდან სესხის სახით 12 მილიონი ლარის აღებას აპირებს. მისი თქმით, ეს თანხა გზებისა და მეტროს რეაბილიტაციას მოხმარდება. საკრებულოს ოპოზიცია აცხადებს, რომ მაშინ როდესაც თბილისის ბიუჯეტი მხოლოდ ერთი მილიარდი ლარია, მსგავსი თანხის ვალად აღება გაუმართლებელია. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით კი, საკრედიტო ხაზის გახსნა ინფრასტრუქტურული პროექტების შეუფერხებლად განხორციელებისთვის სჭირდებათ. როგორც კალაძემ აღნიშნა, მერია თბილისის მოსახლეობის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს არ მიიღებს.

“რაც შეეხება საკრედიტო ხაზს, სანამ ცენტრალური ბიუჯეტიდან თნხის მოწოდება ვერ ხდება, ვხსნით საკრედიტო ხაზს, მაგრამ ამ თანხის გამოყენების საჭიროება შეიძლება არც იყოს. თუმცა, ეს თანხა ემსახურება ქალაქს, თბილისს და თბილისელებს. არანაირ ისეთ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, რომ ქალაქის და ქალაქის მაცხოვრებლების ინტერესები დაარღვიოს. საკრედიტო ხაზი გათვლილია იმაზე, რომ არ შეფერხდეს ინფრასტრუქტურული პროექტები“, – განაცხადა კალაძემ.