“საქართველოს მელიორაციამ“ მდინარე აბაშის ნაპირსამაგრი სამუშაოები დაასრულა

696

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსტროს შპს “საქართველოს მელიორაციამ“ მდინარე აბაშის ნაპირსამაგრი სამუშაოები დაასრულა.

“პროექტის ფარგლებში მოეეწყო სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა. ქვა-ღორღისა და ნატანისგან გაიწმინდა მდინარე აბაშის კალაპოტი, მოეწყო დატბორვის საწინააღმდეგო დამბა, გადასასვლელები და ნაპირსამაგრი ნაგებობები”, – განმარტავენ საქართველოს მელიორაციაში.

მათივე ინფორმაციით, სოფელ ზანათის, სეფიეთისა და ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩატარებული სამუშაოები უხვი ნალექის დროს, დაახლოებით, 380 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს დატბორვისგან დაიცავს.

პროექტი, რომლის ღირებულებაც 520 000 ლარია, საქართველოს მელიორაციამ საკუთარი ძალებით განახორციელა.