თბილისის მერიამ ბაგა-ბაღების მომმარაგებელ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა

687

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისის მერიამ კომპანია “ნილს“, რომელიც დედაქალაქის ბაგა-ბაღებს კვების პროდუქტებით უზრუნველყოფს, ხელშეკრულება შეუწყვიტა.

მერიაში აცხადებენ, რომ კომპანიას ხელშეკრულება ხვალიდან შეუწყდება.

არსებული ინფორმაციით, კომპანია “ნილს“ ყადაღა ადევს, რის გამოც, ბაღების კვების პროდუქტებით მომარაგებას  ვერ ახერხებს.

როგორც კომპანია “ნილის“ დირექტორი კახა გიორგაძე აცხადებს, რომ თბილისის მერიისგან ხელშეკრულების შეწყვეტას მისი კომპანია არ იმსახურებდა.

“ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ მე და ჩემი კომპანია, ამას არ ვიმსახურებდით. სხვა რამის კომენტირება არ შემიძლია, უკომენტაროდ დავტოვოთ“, – განაცხადა გიორგაძემ.