კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას გზის 16 კილომეტრიან მონაკვეთს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

818

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი-მანგლისი–წალკა–ნინოწმინდას საავტომობილო გზის 16 კმ-იანი (კმ77-კმ92) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული მონაკვეთი დაზიანებული იყო და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის სასწრაფოდ საჭიროებდა რეაბილიტაციას.

“პრობლემის მოსაგვარებლად, პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდება 16 კმ-იანი გზა და მონაკვეთზე არსებული ხელოვნური ნაგებობები. მოეწყობა ტროტუარები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. განხორციელდება საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის ჰორიზონტალური მოწყობის სამუშაოები”, – განმარტავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი მჭიდროდ დასახლებულ სოფლებს ტბეთს, სამებას, განთიადს, საყდრიონსა და აიაზმას გაივლის.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 13 795 800 ლარია. სამუშაოები 2018 წლის ივლისში დაიწყო და 2019 წლის ნოემბერში დასრულდება.