ბათუმში ახალი სკვერის მშენებლობისთვის მილიონ ლარზე მეტი იხარჯება (ვიდეო)

198

ბათუმში თავდადებულისა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთაში, ხელოვნების უნივერსიტეტის მიმდებარედ, სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.

როგორც მერიაში აცხადებენ, ახალ სკვერში შადრევანი და საპარკინგე სივრცე მოეწყობა. ამასთან, სკვერი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის.

სკვერის მშენებლობა მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და პროექტის ღირებულება 1 100 362 ლარს შეადგენს.

ბათუმში ახალი სკვერი შენდება

Posted by ბათუმის მერია/Batumi City Hall on ოთხშაბათი, 01 მაისი, 2019