გორის 10 ა(ა)იპ-ის თანამშრომლების ხელფასებისთვის 10 მილიონამდე დაიხარჯება

765

გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ 10 ა(ა)იპ – ში სულ 2 160 ადამიანი მუშაობს. მათი უმრავლესობა, 1 284 ადამიანი, ხელშეკრულებითაა დასაქმებული. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

ა(ა)იპ-ებიდან ყველაზე მეტი თანამშრომელი სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ჰყავს. სააგენტოში 872 თანამშრომლიდან 191 ხელშეკრულებითაა აყვანილი.

ყველაზე მეტი უშტატო თანამშრომელი კი, კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოშია. 461 პირიდან, შტატში მხოლოდ 48 იმყოფება.

ყველაზე ცოტა თანამშრომელი – ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის გაზეთი “გორის მაცნეაშია“, სადაც 7 შტატიანი და 2 უშტატო ადამიანი მუშაობს.

siashtatushta

რაც შეეხება მუნიციპალურ ორგანიზაციებში დასაქმებულთა ანაზღაურებას, ამ მიმართულებით ყველაზე მეტი თანხით კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოა წარმოდგენილი, სადაც თვეში 167 695 ლარი იხარჯება. აქედან შტატიანი თანამშრომლებისხელფასებში თვეში 31 925 ლარი, შტატგარეშეებისთვის კი 135 770 ლარი იხარჯება.

თანხების ოდენობის მიხედვით, მას სკოლამდელი აღზრდის სააგენტო მოსდევს, სადაც შტატიან თანამშრომლებზე თვეში 307 361 ლარი, უშტატოებზე კი 42 075 ლარი იხარჯება.

საერთო ჯამში 10 მუნიციპალურ ა(ა)იპ-ში დასაქმებულ პირთა ანაზღაურებისთვის თვეში 829 837 ლარი, წელიწადში კი 9 958 044 ლარია გათვალისწინებული.