პრეზიდენტი ახალქალაქში ქართულენოვანი ბაღის გახსნის საკითხზე უახლოეს მომავალში პრემიერს მიმართავს

130

წინა სტატია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალქალაქში ქართულენოვანი ბაღის გახსნის საკითხზე უახლოეს მომავალში პრემიერმინისტრს მამუკა ბახტაძეს მიმართავს.

“საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბიზნესისა და წარმოების ხელშეწყობისა და რეგიონული განვითარების მხარდაჭერის მიზნით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფებოდა. “დედაენის დღესთან“ დაკავშირებით, პრეზიდენტმა რეგიონში მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა და ქართული ენის სწავლების პრობლემებზე საუბრისას, ახალქალაქში ქართულენოვანი ბაგა-ბაღის გახსნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. საქართველოს პრეზიდენტი ახალქალაქში ქართულენოვანი ბაღის გახსნის საკითხთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საქართველოს პრემიერმინისტრს მიმართავს“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.