შუახევის სოფელ ფურტიოში საბავშვო ბაღის მიმდებარედ ტერიტორია მოუწესრიგებელია (ვიდეო)

683

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოში 2017 წელს გახსნილ საბავშვო ბაღს არ გააჩნია ეზო და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ამასთან, შენობა არ არის ადაპტირებული. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ პრეტენზიას მშობლებიც გამოთქვამენ და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას მოითხოვენ.

ბაღებისა და ეზოების კეთილმოწყობა ადგილობრივი მთავრობის კომპეტენციაა, თუმცა შუახევის მერიაში აცხადებენ, რომ ბიუჯეტის სიმცირის გამო ეზოების საკითხი ვერ გაითვალისწინეს.