კალაძე: ვახუშტის ხიდის რეაბილიტაცია ვადაზე ადრე დასრულდება (ვიდეო)

785

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

თბილისის მერმა კახა კალაძემ ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაათვალიერებისას განაცხადა, რომ ხიდის რეაბილიტაცია მაისის ბოლოს, ვადაზე ადრე დასრულდება.

“როგორც ცნობილია, ვახუშტის ხიდის აღდგენითი სამუშაოების ხანგრძლივობა განსაზღვრული იყო ხუთი თვით, თუმცა რეაბილიტაცია ვადაზე ადრე, მაისში დასრულდება. აქ მასშტაბური სარეაბილიტაციო  სამუშაოები ჩატარდა, ხიდის საყრდენები მთლიანად გამოიცვალა. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში ასეთი კონსტრუქციის სულ 11 ხიდი აშენდა და 10 უკვე აღარ არსებობს. თბილისში ერთადერთი ეს ხიდია შემორჩენილი და მისი მდგომარეობა არცთუ ისე სახარბიელო იყო. ჩვენ სრულად მოვაწესრიგებთ ხიდს და ორი წლის განმავლობაში დავაკვირდებით. მომავალ კვირას, აღნიშნულ ზოლში მოასფალტების დასრულების შემდეგ, ხიდის მეორე ნაწილის რეაბილიტაციაზე გადავალთ. სამუშაოები მაისში დასრულდება და მოძრაობაც სრულად სწორედ ამ დროისთვის აღდგება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, დაახლოებით, 2.4 მილიონი ლარი იხარჯება.