თბილისის ვიცემერი: მიკროავტობუსებმა ცენტრალურ ქუჩებზე, შესაძლოა, აღარ იმოძრაონ

217

წინა სტატია

თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ ყვითელმა სამარშრუტო ტაქსებმა, შესაძლოა, ცენტრალურ ქუჩებზე აღარ იმოძრაონ. მისი თქმით, მიკროავტობუსები, სავარაუდოდ, შიდასაუბნო ტერიტორიაზე გადაინაცვლებენ და ცენტრალურ სატრანსპორტო საშუალებებთან დამაკავშირებლის ფუნქციას შეასრულებენ.

როგორც ხმალაძემ განმარტა, პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

“აუცილებლად გადაიხედება შესაბამისი კონტრაქტი, რადგან ვსაუბრობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განახლებაზე და ეს არის გარდაუვალი პროცესი. ეს პროცესი საკმაოდ მნიშვნელოვან ფაზაშია. უახლოეს პერიოდში მოწოდებული იქნება საბოლოო ანგარიში მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებულ ქსელთან დაკავშირებით და ეს რა თქმა უნდა, შეეხება ყვითელ მიკროავტობუსებსაც. ყვითელი მიკროავტობუსების ქსელის მოწესრიგება მოხდება ანუ ის გახდება ძირითად სატრანსპორტო საშუალებებთან დამაკავშირებელი და ცენტრალური ქუჩებიდან, სავარაუდოდ, გადავა შიდა საუბმო არეალებში,” – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისი თქმით, მიკროავტობუსები ძირითად სატრანსპორტო საშუალებებთან  მეტროსა და ავტობუსებთან დამაკავშირებელი საშუალება გახდება. ცენტრალურ ქუჩებს კი მთლიანად მეტრო და მუნიციპალური ტრანსპორტი აითვისებს.

თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას განაცხადა, რომ არასახარბიელოა მიკროავტობუსების მდგომარეობა და კვლევის შედეგად გაირკვევა, სჭირდება თუ არა ის დედაქალაქს.