ქართულ ხორბალს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

747

ქართულ ხორბალს ეროვნული მნიშვნელობის სტატუსი მიენიჭა. შესაბამის დადგენილებას ხელს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს.

“კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – ქართული ხორბლის კულტურას (ენდემიური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები) განესაზღვროს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია“, – ნათქვამია დადგენილებაში.

დადგენილება ძალაში 25 მარტს შევიდა.