ახალი ტყის კოდექსის მიხედვით, ხე-ტყით სარგებლობის გრძელვადიანი ლიცენზიები აღარ გაიცემა

წინა სტატია

ახალი ტყის კოდექს“ ხე-ტყის გრძელვადიან ლიცენზირებას საერთოდ აღარ მოიაზრებს. ლიცენზიების გაცემა ტყის მდგრადი მართვის კონტექსტში არ ჯდება. თითოეულ ლიცენზიანტს 2 მილიონ ლარზე მეტის ზარალი აქვს გარემოსთვის მიყენებული, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა ახალ ტყის კოდექსზე საუბრისას. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

მისივე განმარტებით, უკვე გაცემულ ლიცენზიებს ცვლილება არ შეეხება. როგორც ამირგულაშვილი აცხადებს, ლიცენზიების გაცემა ცუდი პრაქტიკა იყო და 2012 წლიდან ხე-ტყით სარგებლობის ლიცენზია ფაქტობრივად აღარ გაცემულა, წინა წლებში გაცემული ლიცენზიების ნაწილი კი დარღვევების გამო გაუქმებულია.

“ლიცენზირებამ არ მოიტანა დადებითი შედეგი არც ბიუჯეტისთვის და ამასთან, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ტყეების ეკოლოგიური მდგომარეობა. დაახლოებით, 70 მრავალწლიანი ლიცენზიაა 2006-2010 წლებში გაცემული. ლიცენზიანტები ნაკისრ ვალდებულებებს არ ან ვერ ასრულებდნენ, რის გამოც ლიცენზიები უქმდებოდა და ახლა აქედან 38-მდე ლიცენზიაა დარჩენილი“, – განაცხადა ამირგულაშვილმა.

მისივე თქმით,ახალი ტყის კოდექსით მოხდება ხე-ტყის მრავალმიზნობრივ სარგებლობაზე გადასვლა და ქვეყნაში ეტაპობრივად აღდგება სატყეო მეურნეობები.

ცნობისთვის, მთავრობამ პარლამენტს დასამტკიცებლად ახალი ტყის კოდექსი უკვე გადაუგზავნა.

“საქართველოს ტყე არის ქვეყნისთვის განსაკუთრებული ფასეულობის მქონე ბუნებრივი რესურსი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის, დაახლოებით, 40%-ს მოიცავს. მას უდიდესი ეროვნული, რეგიონალური და გლობალური მნიშვნელობა აქვს. ტყე არა მხოლოდ უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას განაპირობებს, არამედ უზრუნველყოფს ქვეყნის მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პირდაპირი თუ არაპირდაპირი სარგებლისა და რესურსების უწყვეტ მიწოდებას. კოდექსის მიზანია შექმნას ტყის მდგრადი მართვის სამართლებრივი საფუძვლები, რამაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს ტყის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა, მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების განსახორციელებლად ტყის თვისებებისა და რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნება და გაუმჯობესება“, – აღნიშნულია კოდექსის პროექტის განმარტებით ბარათში.

მსგავსი სიახლეები
წინა სტატია დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის ინფორმაციით, თვითმმართველობის კომიტეტი "ტყის კოდექსის“ პროექტს მხარს არ უჭერს. ინფორმაციას პირველი
წინა სტატია საქართველოს პარლამენტი ახალ ტყის კოდექსს მიიღებს. მთავრობამ კანონმდებლებს “საქართველოს ტყის კოდექსის“ პროექტი უკვე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე "საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ტყის ახალი კოდექსი მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად მზად
თბილისის მერს კახა კალაძეს პროგრამა “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში, ერთ-ერთი იდეის ავტორი გლდანის ყოფილ ნაგავსაყრელზე,
წინა სტატია ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში 2008 და 2017 წლის აგვისტოს თვეში ხანძრით დაზიანებულ ტყის
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში, 2008 და 2017 წლებში, ხანძრით
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე დევნილთათვის კორპუსების
კვირას, 19 მაისს, საქართველოში შუალედური და რიგგარეშე არჩევნები ტარდება. ამჯერად ამომრჩევლებმა 5 მუნიციპალიტეტის მერი, 8
თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია, – ამის შესახებ ნათქვამია პარლამენტის გარემოს
საზოგადოებრივი მაუწყებელი https://www.youtube.com/watch?v=X6nvhsAPYYg&feature=youtu.be
სტატიის გაგრძელება პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს, 12 მაისი ყოვლადწმინდა
ტელეკომპანია "მაესტრო" ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში კოალიციის "ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის" წევრმა, კოკა კიღურაძემ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის
საქართველოს პარლამენტმა ახალი საზედამხედველო მექანიზმი - თემატური მოკვლევა აამოქმედა. "თემატური მოკვლევების მეშვეობით საქართველოს პარლამენტი საზოგადოებასთან
%d bloggers like this: