გორში ყველა იმ რელიგიურ ჯგუფს დააფინანსებენ, რომელიც ახალ კულტურულ კერებს შექმნის

694

გორში ყველა იმ რელიგიურ ჯგუფს დააფინანსებენ, რომელიც ახალ კულტურულ კერებს შექმნის. პროგრამის დაფინანსებისთვის გორის ბიუჯეტიდან 200 000 ლარი გამოიყო. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

პროგრამა გორის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის, ძეგლთა მოვლა-შენახვის, ისტორიული მნიშვნელობის ტაძრებისა და რელიგიური კერების აღდგენა – რეაბილიტაციასა და გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი რელიგიური კერების მშენებლობის ხელშეწყობას მოიცავს.

პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების სავარაუდო ჩამონათვალი ასეთია: 1. ისტორიული ძეგლების თაობაზე საინფორმაციო მასალის გამოშვება. 2. გორის მუნიციპალიტეტში არსებული საეკლესიო საგანძურის, ისტორიული მნიშვნელობის ტაძრების და რელიგიური კერების აღდგენა – რეაბილიტაცისათვის მოსამზადებელი პროექტების დაფინანსება. 3. გორის მუნიციპალიტეტში არსებული საეკლესიო საგანძურის, ისტორიული მნიშვნელობის ტაძრების და რელიგიური კერების აღდგენა, რეაბილიტაცია, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი რელიგიური კერების მშენებლობისთვის რელიგიური დაწესებულებების ფინანსური დახმარება.