გუდამაყრის ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურა მოაწესრიგეს

664

ნაძალადევის რაიონში, გუდამაყრის ქუჩა N4-ში არსებულ დევნილთა დასახლებაში, გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, ბორდიური, ტროტუარი და 3 775 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი მოეწყო.

გზის სარეაბილიტაციო სამუშეოების ღირებულებამ 162 000 ლარი შეადგინა.

“რაიონის მასშტაბით, საგზაო პროექტების განხორციელება გრძელდება. აღნიშნულ დასახლებაში, სადაც 167 ოჯახი ცხოვრობს, გზის მოწყობა დავასრულეთ. დაზიანებული გზის საფარის გამო წლების განმავლობაში ადგილობრივ მცხოვრებლებს დისკომფორტი ექმნებოდათ. მსგავსი პრობლემები უკვე აღმოფხვრილია და მოსახლეობაც კმაყოფილია“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ.