პარკირების საათობრვ გადასახადს ელექტრომობილების მფლობელები და შშმ პირები არ გადაიხდიან

960

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პარკირების საათობრივი საფასური არ შეეხება საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ პარკირებულ სატრანსპორტო საშუალებებს, ელექტროძრავიან ავტომობილებს და შშმ პირების მანქანებს.

“რაც შეეხება ტაქსებს, მათთვის სხვადასხვა ადგილებში უკვე გამოყოფილია სპეციალური საპარკინგე ადგილები“, – აღნიშნა კალაძემ.

დედაქალაქში პარკირებაზე საათობრივი გადასახადი, თავდაპირველად კოტე აფხაზისა (ლესელიძის) და მის მიმდებარე ქუჩებზე 1-ელი ივლისიდან დაწესდება.

ამასთან, კალაძის თქმით, მძღოლებს ავტომანქანის უფასოდ პარკირება დღეში 4-ჯერ, 15-15 წუთით შეეძლებათ.

“ყველა მანქანა უზრუნველყოფილი იქნება დღეში 4 უფასო 15 წუთიანი პარკირებით. შესაძლებლობა იქნება დღეში 4-ჯერ გამოიყენოს ადამიანმა ეს დრო“, – აღნიშნა კალაძემ.

საათობრივი პარკირების გადახდა შესაძლებელი იქნება, როგორც მობილური აპლიკაციით, ასევე, ქუჩაში დამონტაჟებული აპარატების მეშვეობით. ზონალური პარკირებიდან შესული თანხები კი, კალაძის ინფორმაციით, მთლიანად აკუმულირებული იქნება სატრანსპორტო კომპანიაში და მოხმარდება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას.