რომელ სოფლებში აშენდება 2019 წელს ახალი საჯარო სკოლები?

1428

წინა სტატია

როგორც ცნობილია, 2019 წელს, საქართველოს მასშტაბით, 21 მუნიციპალიტეტში 29 ახალი საჯარო სკოლა აშენდება. მშენებლობებთან ერთად, მუნიციპალური განვითარების ფონდს 2019-2020 წლებში ევროპის საბჭოს ბანკის (CEB) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციის (NEFCO) დაფინანსებით, 34 სკოლის რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება აქვს დაგეგმილი. ამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტში 50 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ამ დროისთვის მგფ-მა 11 საჯარო სკოლის მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. როგორც უწყებაში აცხადებენ, პროექტი გარდამავალია და მიმდინარე წელს დაწყებული სკოლების ნაწილის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება.

იხილეთ ჩამონათვალი, თუ კონკრეტულად, რომელ სოფლებში აშენდება ახალი საჯარო სკოლები.

სამეგრელო-ზემო სვანეთი

  1. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშის საჯარო სკოლა
  2. აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლა
  3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის №1 საჯარო სკოლა
  4. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლა
  5. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის №1 საჯარო სკოლა (გამოცხადებულია ტენდერი)
  6. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს თემის №3 საჯარო სკოლა

გურია

  1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლა
  2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის საჯარო სკოლა (გამოცხადებულია ტენდერი)

იმერეთი

  1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთას საჯარო სკოლა (გამოცხადებულია ტენდერი)
  2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლა (გამოცხადებულია ტენდერი)
  3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N 1 საჯარო სკოლა
  4. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჩხეთურის საჯარო სკოლა
  5. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის საჯარო სკოლა (გამოცხადებულია ტენდერი)
  6. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხის საჯარო სკოლა (გამოცხადებულია ტენდერი)

კახეთი

  1. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლა
  2. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლა (გამოცხადებულია ტენდერი)
  3. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალის საჯარო სკოლა (გამოცხადებულია ტენდერი)
  4. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფ ბოდბის საჯარო სკოლა

სამცხე-ჯავახეთი

  1. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფ ბენარის საჯარო სკოლა (გამოცხადებულია ტენდერი)
  2. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორთუბნის საჯარო სკოლა
  3. ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორის საჯარო სკოლა
  4. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლა

მცხეთა-მთიანეთი

  1. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდის საჯარო სკოლა
  2. დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პავლეურის საჯარო სკოლა

ქვემო ქართლი

  1. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოფის საჯარო სკოლა (გამოცხადებულია ტენდერი)
  2. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის N2 საჯარო სკოლა
  3. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ენაგეთის საჯარო სკოლა

შიდა ქართლი

  1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლა (გამოცხადებულია ტენდერი)
  2. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთარშენის საჯარო სკოლა