ეკონომიკის მინისტრი წყალტუბოს სოფელ მუხიანში მოსახლეობას შეხვდება

1002

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანში მოსახლეობას შეხვდება.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ,  მოსახლეობასთან შეხვედრა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გაიმართება.

“შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართება, მინისტრი პირადად მოისმენს ადგილობრივი მოსახლეობის აზრს რეგიონში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, ასევე მათ გააცნობს საკუთარ ხედვებს, მათ შორის რეგიონებში მეწარმეობის განვითარების და ამ მიზნით მიმდინარე/დაგეგმილი პროგრამების შესახებ”, – განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში.

ამასთან, ცნობილია, რომ შეხვედრას წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში შავლეგო ტაბატაძეც დაესწრება.