თბილისში ნარჩენების სეპარაციისთვის 25 სტენდია განთავსებული

189

წინა სტატია

თბილისში ნარჩენების დახარისხება მიზნით უკვე სეპარაციის 25 სტენდია განთავსებული, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ განათავსონ დახარისხებული ნარჩენები – PET ბოთლები, ქაღალდი, შუშა და ალუმინის ქილები. ინფორმაციას ამის შესახებ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი( CENN) ავრცელებს.

აღნიშნული ადგილებიდან დახარისხებული ნარჩენის გატანას უზრუნველყოფს კომპანია “სუფთა სამყარო“, რომელიც ნარჩენებს წინასწარ ამუშავებს და აწვდის გადამამუშავებელ კომპანიებს: ქაღალდსა და შუშას ადგილობრივ კომპანიებს, ხოლო პლასტმასას და ალუმინს ექსპორტზე გზავნის სხვადასხვა ქვეყანაში – მათ შორის, თურქეთსა და უკრაინაში.

“ნარჩენების დახარისხების სტენდები USAID-ის მხარდაჭერით, CENN-ის პროგრამის – ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, ფაზა II (WMTR II) და თბილისის მერიის ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა.

საქართველოში წელიწადში 900 000 ტონა ნარჩენი წარმოიქმნება, ამ ნარჩენების უმეტესი ნაწილი – ორგანული ნარჩენი, ქაღალდი, მეტალისა და პლასტმასის ნარჩენები – გადამუშავებადია. ნარჩენების გადამუშავების შედეგად მცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება, იზოგება ბუნებრივი რესურსები და იქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.