როგორი იქნება განახლებული დედა ენის ბაღი, გამოფენა, მშრალი და საარბრუკენის ხიდები? (ვიდეო)

3457

წინა სტატია

თბილისის მერიის ინფორმაციით, მშრალ ხიდსა და საარბრუკენის ხიდს, ასევე, მიმდებარე არეალს, დედა ენის ბაღსა და 9 მარტის ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პროექტის ფარგლებში გაკეთდება გვირაბი, რომელიც დედა ენის ბაღსა და 9 მარტის ბაღს ეერთმანეთს დაუკავშირებს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 9,9 მილიონ ლარს შეადგენს.

ამასთან, იხილეთ, როგორი იქნება მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი ვარკეთილსა და დიდ დიღომში; როგორ მოეწყობა დიღმის ჭალების ახალი პარკი და ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკი; განახლებული ფიროსმანისა და გუდიაშვილის ქუჩა; როგორ განვითარდება გორგასლის სანაპირო; როგორ მოეწყობა აეროპორტთან არსებული მონუმენტის – “ადამიანი და მზე” მიმდებარე ტერიტორია და როგორი იქნება ვაშლიჯვრის გზაგამტარი.

ასევე, ცნობილია, რომ უნივერისტეტის ქუჩა და წყნეთის გზატკეცილი ერთმანეთს ახალი საავტომობილო ხიდით დაუკავშირდება.