გორის მერიას მოქალაქეთა სამედიცინო დახმარებისთვის განკუთნილი 80 000 ლარი გაუხარჯავი დარჩა

1260

გორის მუნიციპალიტეტის მერიას მოქალაქეთა სამედიცინო დახმარებაზე გათვალისწინებული თანხის ნაწილი გაუხარჯავი დარჩა. ოფიციალური ინფორმაციით, ეს თანხა 80 000 ლარს აღწევს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

გასულ წელს, ადგილობრივი ხელისუფლება სამედიცინო დახმარებას სხვადასხვა დაავადების მქონე პირებზე გასცემდა, მათ შორის იყვნენ დიალეზზე მყოფი და C ჰეპატიტით მქონე მოქალაქეები. ასევე, ცერებრალური დამბლის, აუტიზმის, დაუნის სინდრომის, არომატული ამინომჟავების, მეტაბოლიზმის დარღვევბის მქონე პირები და ონკოლოგიური ავადმყოფები. უწყება სამედიცინო დახმარებას სოციალურად დაუცველ მოქალაქეებსაც აძლევდა.

“რადიო მოზაიკამ” გასული წლის მონაცემები დააჯამა: გორის მერიამ ონკოლოგიური პაციენტების სამედიცინო დახმარებისთვის გათვალისწინებული თანხიდან, 50 000 ლარზე მეტი ვერ დახარჯა; 16 ლარზე მეტი დაუხარჯავი დარჩა სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარებითვის გათვალისიწნებული თანხიდან; მერიამ თანხები სრულად ვერც იმ მუხლებიდან გახარჯა, რომლებიც დიალეზზე მყოფი და C ჰეპატიტით მქონე მოქალაქეების, ცერებრალური დამბლის, აუტიზმის, დაუნის სინდრომის, არომატული ამინომჟავებისა და მეტაბოლიზმის დარღვევბის მქონე პირების დახმარებას ითვალისწინებდა.