როგორი იქნება განახლებული ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკი? (ვიდეო)

2868

წინა სტატია

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების  ე.წ. კიკვიძის პარკს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პროექტის ღირებულება 4 921 728 ლარს შეადგენს.

ამასთან, იხილეთ, როგორი იქნება მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი ვარკეთილსა და დიდ დიღომში; როგორ მოეწყობა დიღმის ჭალების ახალი პარკი; განახლებული ფიროსმანისა და გუდიაშვილის ქუჩა; როგორ განვითარდება გორგასლის სანაპირო; როგორი იქნება განახლებული დედა ენის ბაღი, გამოფენა, მშრალი და საარბრუკენის ხიდები. როგორ მოეწყობა აეროპორტთან არსებული მონუმენტის – “ადამიანი და მზე” მიმდებარე ტერიტორია და როგორი იქნება ვაშლიჯვრის გზაგამტარი.

ასევე, ცნობილია, რომ უნივერისტეტის ქუჩა და წყნეთის გზატკეცილი ერთმანეთს ახალი საავტომობილო ხიდით დაუკავშირდება.