გორის სოფელ წითელუბანში ეკომიგრანტების უბანს აჭარის ქუჩას დაარქმევენ

706

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ წითელუბანში გზებისთვის სახელის მინიჭების პროცედურები გრძელდება. “ერთობის ქუჩის” გარდა,  დასახლებში “აჭარის ქუჩაც” გაჩნდება. ამის შესახებ ადგილობრივებმა გორის საკრებულოს მიმართეს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

წითელუბანში სულ 8 ქუჩაა რეგისტირებული. აქედან ყველაზე დიდს “მშვიდობის ქუჩა” 2018 წლის ნოემბერში უწოდეს. შემდეგ მოდის, 840 მ სიგრძის ქუჩა და მას “ერთობის ქუჩას” დაარქმევენ.

წითელუბანში ოფიციალურად 260-მდე კომლია რეგისტრირებული. დასახლება შავშვების ტერიტორიულ თემში შედის. მერის რწმუნებულის მთავარი სპეციალისტი მანანა თვაური ამბობს, რომ მშვიდობის სახელის მინიჭება უკავშირდება სოფელში სხვადასხვა ეთნიკური მოსახლეობის არსებობას:

“მოგეხსენებათ, წითელუბანში ცხოვრობენ ოსები და ქართველები, აქ, მათ შორის, არიან მაჰმადიანი ქართველები და აჭარიდან ჩამოსული ეკომიგრანტები. სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება მშვიდობის ქუჩის დაარსება” – აცხადებეს მანანა თვაური.