ახალციხეში ექვს საცხოვრებელ კორპუსს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

680

ახალციხეში საცხოვრებელი სახლების ფასადების, სადარბაზოებისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის 884 804 ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხის 95% რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 5% კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. ინდორმაციას სამხრეტის კარიბჭე ავრცელებს.

კორპუსების სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 16 კვირაში დასრულდება. შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა ხუთი წელი იქნება.

ტენდერში მონაწილეობის მსურველთათვის წინადადებების მიღება შვიდ თებერვალს დაიწყება.

სატენდერო დოკუმენტების რეაბილიტაცია შემდეგ კორპუსებს ჩაუტარდება: რუსთაველის ქუჩა – N95 და N105; თამარაშვილის ქუჩა – N7 და N5; ცხრა აპრილის ქუჩა – N3; ასპინძის ქუჩა – N30;