თბილისის მერი: ავტობუსის მძღოლებს ახალი ფორმები ექნებათ

725

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისში ავტობუსის მძღოლები ახალი, სპეციალური ფორმებით ივლიან.

“ჩვენ ახლა ეტაპობრივად შემოგვივა ახალი ავტობუსები, თებერვლიდან უნდა დაიწყოს შემოსვლა იმ 90 ავტობუსის, რომელზეც გამოცხადებული გვქონდა ტენდერი. “მან“-ის ტიპის ავტობუსებს ველოდებით პირველ ეტაპზე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მძღოლებითვის შევუკეროთ სპეციალური ფორმები. ეს შეიძლება იყოს მაგალითად, პერანგი და ჰალსტუხი, რათა მძღოლი კარგად გამოიყურებოდეს. ჩემი დავალება იქნება, რომ ამაზე დაიწყოთ მუშაობა“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძემ მერის მოადგილეს ირაკლი ბენდელიანს აღნიშნული საკითხის მოგვარება დაავალა.