გორის სოფლებში გარეგანათების მოწყობისთვის გამოცხადებული ტენდერი შეწყდა

1165

წინა სტატია

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნადარბაზევშითერგვისშიკირბალშიყელქცეულსა და ცხინვალის მაგისტრალზე გარეგანათების მოწყობა გადაიდო. ამის შესახებ სახლმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან გახდა ცნობილი. 882 000 ლარის ღირებულების ტენდერს, რომელიც 16 იანვარს გამოცხადდა, დღეის მდგომარეობით “შეწყვეტილის” სტატუსი აქვს მინიჭებული. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გარეგანათების მოწყობა 47 სოფლის ნაცვლად 44 სოფელში გადაწყვიტა, რის გამოც სოფელ თერგვისში, კირბალში, ყელქცეულსა და ცხინვალის მაგისტრალზე გარეგანათების მოწყობის სამუშაოების შესყიდვა გადაიდო.

სატენდერო პროცედურები შეწყვეტის მიზეზი კი კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, ტექნიკური ხარვეზი გახდა. ახალი ტენდერის დასრულების თარიღად ოქმში 7 მარტია განსაზღვრული.