გორის საკრებულოს 23 თანამშრომლიდან საახალწლო დანამატს 20 მიიღებს

711

წინა სტატია

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თანამშრომლების საახალწლოდ წაახალისებენ. გორის საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის თქმით, წახალისების სახით, ხელფასის 70%-ს 20 თანამშრომელი მიიღებს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“საკრებულოს აპარატის 20 თანამშრომელი საახალწლო დანამატს მიიღებს. ეს არის ხელფასის 70 %. მხოლოდ აპარატი თანამშრომლები მიიღებენ ამ დანამატს“, – განაცხადა დავით რაზმაძემ.

ასევე, ცნობილია, რომ საახალწლოდ თანამშრომლები გორის მერიაშიც წაახალისეს და 288 თანამშრომლიდან დანამატი 253-მა მიიღო.  როგორც გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა განაცხადა, გორის მერიის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც წელს საყვედური მიიღეს, საახალწლო დანამატს არ გადასცემენ.