გორის მერიის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც წელს საყვედური მიიღეს, საახალწლო დანამატს არ გადასცემენ

185

წინა სტატია

“გორის მუნიციპალიტეტის მერიის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც წელს საყვედური მიიღეს, წინასაახალწლოდ ფულადი ჯილდო  არ გადაეცემათ”, – განცხადება გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

თავზარაშვილის თქმით, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ თეიმურაზ მანველიშვილსა და თანაშემწე კახა ბლიაძეს ცნობილი/გახმაურებული ფაქტების შედეგად საყვედური აქვთ მიღებული, რის გამოც წახალისება ვერ დაიმსახურეს.

“რა თქმა უნდა საზოგადოებისთვის ცნობილი ფაქტების გამო, ორივე მათგანს საყვედური აქვს მიღებული და მათ წახალისება და შესაბამისი ფულადი ჯილდო ვერ დაიმსახურეს. მათთან ერთად არ წახალისდება ყველა ის თანამშრომელი, ვისაც შენიშვნა ან საყვედური აქვს გამოცხადებული და ასეთი გორის მერიაში მანველიშვილთან და ბლიაძესთან ერთად სხვებიც არიან”, – აცხადებს გორის მერი.

შეგახსენებთ, თეიმურაზ მანველიშვილმა მიმდინარე წლის ოქტომბერში სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს ფუნით და საკენკით სავსე ურნა თავზე დააყარა. კახა ბლიაძემ კი ზაზა სარალიძის გარდაცვლილი შვილი სოციალურ ქსელში შეურაცხყმყოფელი სიტყვებით მოიხსენია.