კურორტი გოდერძი ზამთრის სეზონს ახალი ვიდეორგოლით ხვდება (ვიდეო)

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნას სამთო-სათხილამურო კურორტი “გოდერძი“ ახალი ვიდეორგოლით შეხვდება.

“როცა მთები გიხმობენ წადი იმ მხარეში, სადაც წელიწადის ნახევარი თოვლიანია“, – ამ სიტყვებით იწყება ვიდეოკლიპი, რომელშიც სრულადაა წარმოჩენილი კურორტის ბუნებრივი სილამაზე თავისი ავთენტური გარემოთი და ტურისტული პოტენციალით. საიმიჯო კლიპი კურორტის პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მოამზადა და უკვე ჩაუშვა სოციალურ ქსელებსა და საერთაშორისო მედიაპლატფორმებზე. კურორტზე ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნა 22 დეკემბერს იგეგმება.

“ჩვენთვის უმთავრესი იყო ვიდეორგოლს გადმოეცა ძველისა და ახლის სინთეზი. ტრადიციებისა და თანამედროვეობის თანაცხოვრების მაგალითი. ეს არის ის ემოცია, რომელიც ყველაზე ხშირად რჩებათ კურორტ გოდერძის სტუმრებსა და ტურისტებს.

ვიდეორგოლი რამდენიმე ენაზეა, მათ შორის ინგლისურად და გერმანულად.

ჩვენ ცნობადობის გაზრდისა და საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირებისთვის ბუნებრივია, უკვე ვახდენთ ჩვენი ტურისტული პროდუქტების რეკლამირებას სოციალური მედიითა და სხვა სარეკლამო არხებით საერთაშორისო მედიაში. გოდერძის კურორტის პოპულარიზაციაც ამ კამპანიის ერთ-ერთი ნაწილია.

ზოგადად, გოდერძი, როგორც სამთო-სათხილამურო კურორტი, არის ახალი ეკონომიკური დღის წესრიგის შემქმნელი მაღალმთიანი აჭარისთვის და ჩვენს სტრატეგიაში, აჭარა ოთხივე სეზონზე იყოს მიმზიდველი ტურისტებისთვის, ცენტრალური როლი აქვს“, – განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

მსგავსი სიახლეები
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის
მთიან აჭარაში ახალი ტურისტული პროდუქტი შეიქმნება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების გეგმაზე მუშაობა
წინა სტატია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი ტურისტული ადგილის რეკლამირებას საერთაშორისო მედიით
სიუჟეტი მომზადებულია "TV25-ის" მიერ ავტორი: ეკა ბარამიძე, ზაზა ჯაყელი, თინათინ სასანია სოფელი ერთი ოჯახით და
წინა სტატია სააქციო საზოგადოება ''გომარდულის“ ქონებას ყადაღა მოეხსნა. ამის შესახებ, რამდენიმე წუთის წინ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე
წინა სტატია კურორტ "გოდერძიზე“ 2018-2019 წლის ზამთრის სეზონი ოფიციალურად 28 დეკემბერს გაიხსნება. როგორც აჭარის ტურიზმის
მაღალმთიან აჭარაში, გოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარმა ნეხევარ მეტრს მიაღწია, დაბაში კი 2-3 სმეტრია. დიდთოვლობის გამო ელექტროენერგიის გარეშე  დანისპარაულისა
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში გაზიფიცირების პირველი ეტაპი, რომელიც 2017 წლის 17 ოქტომბერს დაიწყო, დასრულდა. მაღალმთიანი აჭარის
დაყადაღებული კურორტის გაურკვეველი მომავალი. "გომარდული“ ტურისტების მიღებას, სავარაუდოდ, წელსაც ვერ შეძლებს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. 2011 წელს
მწვანე ტბა-დიდაჭარის იალის მონაკვეთზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. სამუშაოების ფარგლებში აშენდა ახალი
5-6 ოქტომბერს ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალს "განდაგანა“ უმასპინძლებს. ორი დღით, აჭარული სოფლები თავისი ტრადიციებითა და
შუახევის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი სოფელი ტომაშეთი დაცლის პირასაა. მთას ძირითადად ახალგაზრდები ტოვებენ, რომლებსაც სოფელში დასაქმების
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ, მაღალმთიან აჭარაში,  მცხოვრებ იმ ოჯახებს ესტუმრა, რომლებიც
%d bloggers like this: