“თბილისის მიკროავტობუსი“: მგზავრობის ტარიფის მომატება არ განიხილება

653

“კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მგაზვრობის ტარიფის ცვლილება ან მომატება კომპანიის მენეჯმენტის მიერ დღის წესრიგში არ განიხილება. უმორჩილესად ვთხოვთ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების წევრებს, ნუ ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას, რითიც შეცდომაში შეჰყავთ მომხმარებელი და ზიანი ადგება კერძო კომპანიას, რამაც შესაძლებელია ზოგადად ბიზნესგარემო დააზიანოს“, – ნათქვამია კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ სპეციალური განცხადებაში.