ისნის რაიონში, ელისაბედ ორბელიანის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაცია დაიწყო

927

ისნის რაიონში, ელისაბედ ორბელიანის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაცია დაიწყო. მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 370 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთზე, ასფალტის საფარის დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტს ისნის რაიონის გამგეობის ინიციატივით, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.

“კერძო დასახლებაში, ოჯახებს სანიაღვრე სისტემის უქონლობის გამო წლების განმავლობაში პრობლემები ექმნებოდა, რისთვისაც, ისნის რაიონის გამგეობამ ახალი სანიაღვრე სისტემა მოაწყო. აღნიშნული მიწისქვეშა ქსელის მოწესრიგების შემდეგ, გზის სრული რეაბილიტაცია დაიგეგმა. გამგეობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ძალისხმევით, ელისაბედ ორბელიანის ქუჩაზე, სადაც ასფალტის საფარი, დასახლების არსებობის მანძილზე დღემდე არ დაგებულა, საგზაო ინფრასტრუქტურა მთლიანად წესრიგდება”, – აცხადებენ გამგეობაში.