ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში ნაგავსაყრელის მშენებლობა კვლავ გადავადდა (ვიდეო)

1526

ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში ნაგავსაყრელის მშენებლობა კვლავ გადავადდა. ნაგავსაყრელის მშენებლობასთან დაკავშირებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ვადა მაისის ბოლომდე ითხოვა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

როგორც აჭარის მყარი ნარჩენების მართვის კომპნია “ჰიგიენა 2009- ში” აცხადებენ, დონორმა ორგანიზაციამ ამის შესახებ ქართულ მხარეს, დაახლეობით, ერთი თვის წინ მიმართა.

შეგახსენებთ, რომ ახალი ნაგავსაყრელი ცეცხლაურში, 27 ჰექტარზე უნდა მოეწყოს. პროექტის ღირებულება 7 მილიონი ევროა. ნაგავსაყრელის მოსაწყობად ერთმანეთს კონკურენციას პოლონური და თურქული კომპანიები უწევენ.