მუნიციპალური საბავშვო ბაღები – მშობლების მიერ შეძენილი ინვენტარით (ვიდეო)

1245

ბაღების მწირი ბიუჯეტით ხსნიან მშობლები ქობულეთის ერთ-ერთ ბაღში იმას, რომ ხშირად სათამაშოებს თავად ყიდულობენ. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ერთ-ერთი მშობელი ყვება, რომ ფული შეაგროვეს და ბაღში, თემატური კუთხის მოსაწყობად ავეჯის ტიპის გადასატიხრი მასალაც კი შეიძინეს.

ამ ფაქტს ბაღის ადმინისტრაციაში ადასტურებენ და ირწმუნებიან, რომ ეს მშობლების კეთილი ნება იყო და უფასო ბაღისთვის ფასიანი საჩუქრების შეძენა მათთვის არავის დაუვალებია. ამ მიზეზს იშველიებენ ბაღების გაერთიანებაშიც.