სკოლებისა და ბაღების მიმდებარედ ჰაერში ტყვიის შემცველობის შესწავლა გრძელდება

327

წინა სტატია

გარემოს ეროვნული სააგენტო ავტომატური სადგურების საშუალებით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს სკოლებისა და ბაღების მიმდებარედ ისევ აგრძელებს. სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ მონაცემებს ყოველდღიურად სააგენტოს ვებგვერდზე აქვეყნებს.

ასევე, საზოგადოებას ყოველკვირეულად შეუძლია გაეცნოს ინფორმაციას გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ისაზღვრება.

“ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები ქალაქის ოთხ მისამართზე ავიღეთ: ჯორბენაძის ქუჩა N 10-ში, ირბახის ქუჩაზე გრიგოლ რობაქიძის სახელობის ქ. თბილისის N77 საჯარო სკოლასთან, წურწუმიას ქუჩაზე N88 საჯარო სკოლასთან და ილიკო ქურხულის ქუჩაზე N77 ბაგა-ბაღთან. ჰაერის სინჯები გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში გავაგზავნეთ. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე მისამართზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას”, – აცხადებენ გარემოს ეროვნული სააგენტოში.

ამასთან, ცნობილია, რომ საქართველოში ყველაზე დაბინძურებული ჰაერი თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და ზესტაფონშია.