ხვალ რუსთავში პროექტი – “მეტი სიმწვანე რუსთავს” დაიწყება (ვიდეო)

473

ქალაქ რუსთავში “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარის გიორგი ბეგაძის ინიციატივით, ხვალ რუსთავში პროექტი – “მეტი სიმწვანე რუსთავს” იწყება.

“მე უკვე მივმართე წერილობით მუნიციპალიტეტს, რომ 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყოს აღნიშნული პროექტის განხორციელება.  პირველი ეტაპით კი გეძლევა საშუალება, გახდე პროექტის ერთ-ერთი მონაწილე და ხე დარგო ქალაქისთვის.
შაბათს 24 ნოემბერს, დილის 9 საათიდან, ერთად დავრგოთ 700-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ნერგი და ქალაქის შემოსასვლელი რეკრეაციულ სივრცედ ვაქციოთ. 

ხეების დარგვის აქციით, ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო ინიციატივას – ფინეთის პროგრამა ENO-ს, რომლის ფარგლებშიც დედამიწაზე სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილია 100 მილიონი ხის დარგვა”, აცხადებს პროექტის ინიციატორი.

როგორც ცნობილია, პროექტში მონაწილეობის სურვილი რუსთავის “აზოტმა” და საზოგადოება “რუსთაველებმა”უკვე გამოთქვეს.

პროექტში ჩართვის მსურველებს სამუშაო ინვენტარი ადგილზე დახვდებათ.