კალაძე სავაჭრო ობიექტების მფლობელებს: საახალწლოდ ფასადზე თითო სათამაშო ჩამოკიდეთ

წინა სტატია

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პირველ სართულზე განთავსებული სავაჭრო ობიექტების  მფლობელებს თხოვნით მიმართა, რომ საახალწლოდ, თუ არის ამის შესაძლებლობა გარე ფასადზე ან შიგნით, თითო სათამაშო ჩამოკიდონ.

“შარშან, როცა მიმდინარეობდა წინასაახალწლო მზადება ძალიან კარგი მიმართულება დავამკვიდრეთ იმ თვალსაზრისით, რომ წინასაახალწლო მორთვაში ჩართული იყო ბიზნესსექტორი, მოსახლეობა და დღეს უკვე თვითონ გვიკავშირდებიან ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. ჩვენ გვქონდა კონკრეტული ადგილები, სადაც სხვადასხვა კომპანიები ალამაზებდნენ ადგილებს. ეს ტენდენცია წელსაც გვინდა გაგრძელდეს. ბიზნესი აქტიურობს. პირველ სართულზე განთავსებულ სავაჭრო ობიექტებს მინდა თხოვნით მივმართო, რომ ყველამ საახალწლოდ, თუ არის ამის შესაძლებლობა გარე ფასადზე ან შიგნით, თითო სათამაშო ჩამოკიდონ“,- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ “თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქში წინასაახალწლო სამზადისი უკვე დაიწყო.

“შეიძლება ბევრს არ ესიამოვნოს, მაგრამ თბილისი საახალწლოდ აუცილებლად იქნება ძალიან ლამაზი, რითაც ბევრი ადამიანი ისიამოვნებს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები